მირიან ნიკოლაძე: თურმე ოჯახი “მერსედესის” მგზავრებს ხელს აფარებს და ამათ ოჯახზე მეტად შესტკივათ გული

თურმე ოჯახი “მერსედესის” მგზავრებს ხელს აფარებს და ამათ ოჯახზე მეტად შესტკივათ გული, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, – “მერსედესში” მყოფი პირები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, თუმცა რა ინფომაციას ფლობს ის ამაზე – შეეძლოთ თუ არა სცოდნოდათ რა მოხდა, მათ ნაწილს მაინც, რომლებიც მომდევნო დღეებში დაბრუნდნენ და უკან და ცდილობდნენ რაღაცის გასუფთავებას?

“დიდი მითქმა-მოთქმაა გაჩაღებული. მაპატიეთ, მაგრამ უნდა ვთქვა – რომის პაპზე უკეთესი კათოლიკები რომ ბრძანდებიან და ოჯახზე მეტად რომ შესტკივათ თურმე ბავშვზე გული და თურმე “მერსედესის” მგზავრებიც რომ მკვლელები არიან და თურმე ოჯახი აფარებს ხელს. ეს ხომ არასერიოზულია. ის ხალხი ცდილობს “მერსედესის” ვერსიის განვითარებას, რომელსაც უნდა ხელის შეშლა სწორი ვერსიისთვის. განზრახ მკვლელობის ეპიზოდში “მერსედესის” მგზავრების შემოყვანა ეს არის იმის მცდელობა, რომ წაყენებული ბრალდებები საფრთხის ქვეშ დადგეს”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ ეს იყო განზრახ მკვლელობა და თუ იყო დაგეგმილი, იქ იყო კიდევ ერთი მანქანა – “მერსედესი” და მასაც ჰქონდა თუ არა იგივე ამოცანა და ხომ არ ჰქონდათ მანქანების მგზავრებს ერთმანეთთან კომუნიკაცია? – რაზეც ადვოკატი ასე პასუხობს:

“ამის დადასტურებამოცემული შესაძლებლობებით წარმოუდგენელია. ეს არ იყო შეკვეთილი მკვლელობა, რომელიც ორი კვირით ადრე იგეგმება. ეს იყო სპონტანური ანგარიშსწორება”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად