მირიან ნიკოლაძე: შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას მოითხოვს და პროცესს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს

შაქარაშვილის ოჯახი დამნაშავეების უმკაცრეს დასჯას მოითხოვს და პროცესს ბოლომდე მიადევნებს თვალყურს, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა,

მისი თქმით, ოჯახი დააკვირდება, როგორც სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ასევე შემდეგ სასჯელის მოხდის პროცესსაც.

“ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და ოჯახი ბოლომდე თვალყურს მიადევნებს აღნიშნულ პროცესებს არა მხოლოდ სასამართლოში, არამედ შემდეგ სასჯელის მოხდის პროცესშიც, რომ არ მოხდეს ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევები, რაც არაერთხელ გვინახავს – ვადაზე ადრე გათავისუფლება, შეწყალება და ა. შ. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოზიცია”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში და გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად