მირიან ნიკოლაძე სააკაშვილს: შენგან განსხვავებით, რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, თითქოს გიორგი შაქარაშვილის ბიძა მოისყიდეს, სოციალურ ქსელში პასუხობს:

“ეს ვიღას დაკარგვია, ვინმემ ხომ არ იცით? ეს პოლიტიკური გვამი ეს, ოცნების საფრთხობელობის გარდა, რომ აღარაფერი ფუნქცია აღარ გააჩნია ამ ცხოვრებაში, წაეთრევა ეს ხელისუფლება მალე, შენნაირი საფრთხობელა აღარავის დასჭირდება და მიგაბრძანებენ, სადაც ჯერ არს.

სულ “ყიდვა-გაყიდვა” როგორ ელანდებათ ამ უჯიშოებს ყველაფერში. შენგან განსხვავებით რუსეთის кгб-ს გენერალ ბიძას არ გაუზრდია გიორგი, ქართველმა იურისტმა გაზარდა.” – წერს მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად