მირიან ნიკოლაძე: ფოტოგრაფს არაფერი აქვს წაშლილი, ყველაფერი ადგილზეა

ვრცელდება ინფორმაცია რომ იაკობ ბრეგვაძემ ფოტოკამერაზე აღბეჭდა რამდენიმე კადრი, რაც უშუალოდ დაადგენდა რა მოხდა მცხეთაში, ნარეკვავზე, რომელიც უკვე წაშლილია. თუმცა, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „აიპრესთან“ აცხადეBს, რომ ფოტოკამერიდან, რომელიც გამომძიებლებმა ამოიღეს, წაშლილი არაფერია.

“ფოტოგრაფს არაფერი არ აქვს წაშლილი. დაიკითხა თუ არა, გადაუდებელი აუცილებლობით ამოიღეს ეს ფოტოაპარატი, რადგან მას სჭირდებოდა გადაუდებელი აუცილებლობის გამო საფუძველი, ამის თაობაზე შედგა პატაკი, რომ შესაძლებელი იყო წაეშალა, გადაუდებელ აუცილებლობას სასამართლოს კანონიერება უნდა და ჰქონდეს საფუძველი.
საფუძველი რა უნდა ეთქვა? გამომძიებელი ხომ არ იტყოდა რომ მე ასე მინდა და ამოვიღეო… შესაბამისად ამოიღეს, ექსპერტიზაც მოვლილი აქვს და ამის გასკანდალებას, უშინაარსო ქცევებს, სჯობს მოეშვან. თუ ვინმეს არ ესმის აგერ გეუბნებით. თუ ვინმე ერკვევა და მაინც აკეთებს თავისი საქმეს, თვითონ იცის“. – ამბობს ბიძა.

ასევე, მირიან ნიკოლაძე „აიპრესთან“ ამბობს, რომ 4 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვზე ნაპოვნ გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე, „გარეგნული დათვალიერებით, ზოგადად დაზიანებები არის, მაგრამ არ არის მოტეხილობები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა. თუმცა, დაზიანებები როდის არის მიყენებული, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს“.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად