მირიან ნიკოლაძე: ოჯახს გამოძიებასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი გამოძიებას პირველივე ეტაპზე ენდობოდა და მასთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს.

როგორც მირიან ნიკოლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოძიებას ოჯახი ენდობოდა პირველივე ეტაპზე.

“გამოძიებასთან ერთად ჩვენ გავიარეთ მთელი ეს დიდი პერიოდი და საბოლოო ჯამში, სწორედ ურთერთშეთანხმებით, ურთიერთთანამშრომლობით, მივედით იმ შედეგამდე, რასაც ჰქვია დანაშაულის გახსნა. შესაბამისად, არანაირი პრეტენზიები გამოძიებასთან ოჯახს არ აქვს. კითხვები იყო უამრავი და გზადაგზა იწურებოდა“,- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შგახსენებთ,  პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად