მირიან ნიკოლაძე: “ნაცმოძრაობის” პირდაპირი სურვილია, გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და გამოეყვანათ პოლიტიკური თემა

ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ტვ პირველთან განაცხადა. მანკომენტარი რევაზიშვილის დედის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მასთან სალაპარაკო არაფერი აქვს.

“ამას აკეთებს ნაციონალურ მოძრაობა, მისი პირდაპირი სურვილია გიორგის ცხედარი მიგვერთმია მათთვის და ამისგან გამოეყვანათ პოლიტიკური თემა” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ

მისი თქმით, იმ 20 ტომში, რაც იქ იყო, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ჩაიდინეს ტოიოტას მგზავრება, სხვა არაფერი იკვეთება.

“ეს შემიძლია ზუსტად ვთქვა.ამათ რომ ჰკითხო, ნაბიჯ-ნაბიჯ მისდევს ხალხი მათ გამოძიებას, სინამდვილეში კი ისეთ მოძველებულ რამეს გვიჩვენებენ, რაც ათასჯერ არის ნათქვამი და ამოწურული. ჯერ ხიდზე ორი კაცი ვინ დაინახა, ვერ გეტყვით, მახარაძე ჯდება მანქანაში და მიდის ხიდებთან. იგივე მახარაძე შემდგომში ტრიალდება და ის გადადის. რაზე აპელირებენ? ეს არის სასამართლოში მათთვის არგუმენტი?

საკმარისზე მეტი საფუძველია იმისთვის, რომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდეს. გუშინ ვუყურებდი ეთერში და დღემდე ვერ გაარკვიეს მერსედესი სად არის. არადა, ჩხუბობენ, რატომ მერსედესის მგზავრებს არ აბრალებენო. სად არის და საქმეში დევს და მე არ გეტყვით, იპოვეთ.” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად