მირიან ნიკოლაძე: მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ შაქარაშვილი ხუთმა პირმა ალყაში მოაქცია

ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა და მისი ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილი ალყაში მოაქციეს, ხოლო ამირხანაშვილმა და ახვლედიანმა შეძლეს. ამის შემდეგ კი გიორგი შაქარაშვილს გაეკიდნენ.

ეს განცხადება მირიან ნიკოლაძემ გადაცემა “პოლიტიკური პარასკევისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ნიკოლაძესთან ინტერვიუ შემთხვევის ადგილზე ჩაწერა.

“ამირხანაშვილისა და ახვლედიანის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ბავშვს [გიორგი შაქარაშვილს] სამი პირი გამოეკიდა უკვე გადმოსული გზატკეცილზე, ორმა პირმა ამ ამომავალი გზის იქითა მხარეს ჩაუხვია, ეს პატარა მონაკვეთი ჩამოირბინეს და გაემართნენ ქვემოთ.

მოგეხსენებათ ამირხანაშვილი აქვე დაიმალა და ახვლედიანმა განაგრძო წინ სირბილი. ისიც ერთ ადგილზე შევარდა და როგორც ჩანს ვერ დაინახეს და ბავშვმა შეძლო დამალვა. უკვე გიორგი გაეკიდნენ აქედან სამივე. ბავშვი, როდესაც სვეტებთან მივიდა, იქ უკვე სხვა გამოსავალი არ გრჩება, ან უნდა ამოირბინო უკან, ან ქვემოთ უნდა წახვიდე. ეს არის ცალსახა, ეს ვარაუდი არ არის, ეს ასეა საქმეში. ის ორი ვინც ჩაუხვიეს ესენი არიან გაგნიძე და რევაზიშვილი. ამირხანაშვილის ჩვენებაშიც არის, რომ მერე ის ორი ადამიანიც ქვემოდან ამოდიან. ეს ჩვენებები ავსებს ერთმანეთს და ეს არის ცალსახა ფაბულა”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად