მირიან ნიკოლაძე: ხალხი გარდაცვლილ შვილს დასტირის და ესენი ეუბნებიან, გამყიდველები ხართო

“ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, შეგიძლიათ მითხრათ? იმ დღეს ბავშვის მამა ეკლესიაში არ წავიდა გიორგის სულის მოსახსენიებლად. ვკითხე ლევან, რატომ არ წახვედითქო და ცუდად ვარო, შვილზე მეუბნებიან გაყიდეთო.” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ “პოსტ ტვ”-თან განაცხადა.

“მეტი რა ვქნათ? დავაყენეთ საკითხი 17 კაცის დაჭერაზე და დაიჭირეს. დავაყენეთ საკითხი კვალიფიკაციის შეცვლაზე და შეიცვალა. დავაყენეთ ახლა საკითხი რომ ყველა ეს პირი უნდა მიეცეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით და ესეც შესრულდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვითხოვთ არაფერს არაობიექტურს”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

შეგახსებთ, საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის  მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო     ასევე,   მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა

პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს და ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად