მირიან ნიკოლაძე: კადრებში ჩანს, რომ მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა, შემთხვევის ადგილზე 6 წუთზე მეტ ხანს არ იმყოფებოდა

19 წლის გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახი საუბრობდა „ტოიოტა ქამრის“ ექვსივე  მგზავრის დასჯაზე, თუმცა,  ასევე აფიქსირებდა პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრის ბრალეულობის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

„ოჯახი საუბრობდა 6 მგზავრზე, თუმცა ჩვენ ვაფიქსირებდით პოზიციას, რომ მეექვსე მგზავრთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, რომელსაც უნდა დაედასტუნებინა ან უნდა გამოერიცხა აღნიშნული პირის ქმედება. ეჭვის დონეზე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია დღესაც არსებობს გარკვეული ალბათობა, თუმცა მტკიცებულებების დონეზე, რაც ცალსახად დაადასტურებდა მეექვსე პირის მონაწილეობას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გარკვეული დადასტურების საფრთხეები შემდგომ, სამართლებრივი არსებობს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ოჯახს სურს, რომ უდანაშაულო პირები არ დაისაჯონ – ოჯახს, მხოლოდ დამნაშავეების დასჯა და სიმართლის დადგენა სურს.

„ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მძღოლიც გადმოდის მანქანიდან, თუმცა ის შემთხვევის ადგილზე 6 წუთზე მეტ ხანს არ იმყოფებოდა და ჩვენი ოჯახის პირადი მოსაზრებაა, რომ 6 წუთში ბოლომდე მონაწილეობის მიღება ბავშვის განზრახ მკვლელობის ფაქტში ცოტა რთული ამბავია“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად