მირიან ნიკოლაძე: ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილს მკვლელებმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე არაგვში გადააგდეს

ექსპერტიზით დადგინდა, რომ შაქარაშვილს მკვლელებმა ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე არაგვში გადააგდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოკლული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განუცხადა.

“დადგინდა, რომ გიორგის [შაქარაშვილს] არ შეეძლო გადაადგილება. შესაძლოა, რომ ამ ტრავმებმა გამოიწვია მისი ერთგვარი შოკირებული მდგომარეობა, რაც ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ მკვლელებმა, რომლებმაც მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, იმავდროულად მათვე გადააგდეს ბავშვი არაგვში”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის – ჰისტოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად