მირიან ნიკოლაძე: დავაყენეთ საკითხი, რომ “ტოიოტა ქამრში” მყოფი პირები პასუხისგებაში მისცენ და ასეც იქნება

შეცვლილი ჩვენებები კითხვასაც მიჩენს და პასუხსაც… გამოძიების ზეგავლენები გამორიცხეთ, – ამის შესახებ ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

ნიკოლაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება “მერსედესის” მარკის ავტომობილის შემადგებლობას პასუხისგებაში მისცემს.

“შეცვლილი ჩვენებები კითხვასაც მიჩენს და პასუხსაც. ჩემდა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ბევრი მაქვს ასეთ საქმეებში გამოვლილი და ისიც ვიცი, რა ტენდენციების ტყვე ხდება მოწმე. ვგულისხმობ ზეგავლენებს. მათაგნ ზეგავლენები მაქვს მხედველობაში, ვისაც არ უნდა, რომ არ იყვნენ მხილებული უფრო მძიმე დანაშაულში. რა თქმა უნდა, ეს ხდება ამის გამო.

გამოძიების ზეგავლენები გამორიცხეთ. იმიტომ, რომ როდესაც დავაყენეთ საკითხი, რომ ყველა პირი უნდა დასჯილიყო, მეორე დღეს 17 პირი დააკავეს. დავაყენეთ საკითხი, რომ უნდა გვემუშავა განზრახ მკვლელობის კუთხით, ვიმუშავეთ, მივიღეთ დასტური და გადაკვალიფიცირდა. ახლა დავაყენეთ საკითხი, რომ ეს ადამიანები უნდა მისცენ პასუხისგებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისცემენ კიდეც. გიზუსტებთ, “ტოიოტას” შემადგენლობას, რომლებიც გაედევნენ გიორგის და მასთან მყოფ ადამიანებს.

გარანტიას გაძლევთ, რომ არა მხოლოდ ესენი და არა მხოლოდ “მერსედესში” მყოფი პირებიც, არამედ კონტურების დონეზეც კი ამოიწივნენ ზედაპირზე, მაშინვე იქნება მძაფრი რეაქცია ჩვენიც და დარწმუნებული ვარ გამოძიებისაც”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსებთ, საქართველოს პროკურატურამ მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნის  მიხედვით, 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზად ასფიქსია წყალში დახრჩობით დაასახელა. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული დაზიანებები.

ცნობისთვის, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.  შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო     ასევე,   მოგვიანებით პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გავრცელა

პროკურატურის დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს და ჩვიდმეტივე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად