მირიან ნიკოლაძე ბრალდებული ზ.ხ-ს მამას: მშობლებმა დამირეკეს, სადმე არ გადაგვეყაროს, თორემ მოხდება ძალიან ცუდი ამბავიო

გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, ერთ-ერთი დაკავებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამასთან, თამაზ ხომასურიძესთან შეხვედრას არ აპირებს.

ამის შესახებ  გარდაცვლილის ოჯახის ახლობელმა და ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ  თუ ბრალდებულის მამას რაიმეს თქმის სურვილი აქვს, ამისთვის არსებობს გამოძიება და ადვოკატები.

„ვერ გეტყვით, ის რაღაც სათქმელი რა იყო. ეს თუ იყო ის, რასაც ორი დღეა ვისმენთ მისგან ანუ აბსურდულ სისულელეებს, ბუნებრივია, არავის აქვს ინტერესი რომ მას შეხვდეს და გაარკვიოს ურთიერთობები. ამისთვის არსებობს გამოძიება და ადვოკატები. მშობლებმა დამირეკეს და ზუსტად ასე მითხრეს: „სადმე არ გადაგვეყაროს, მათ შორის პროცესებზეც კი, თორემ მოხდება ძალიან ცუდი ამბავი“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ,  არასრულწლოვნის მამამ, იმ მოტივით რომ შაქარაშვილის დედისთვის რაღაც ჰქონდა სათქმელი, ოჯახთან შეხვედრა მოითხოვა.

ცნობისთვის, გუშინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის ფარგლებში დაკავებული 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილებით 6-ვე პირი წინასწარ პატიმრობაში დარჩა.

ერთი სასამართლო პროცესი 27 ივლისს გაიმართა, სადაც 11 სრულწლოვან პირს პატიმრობა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად