მირიან ნიკოლაძე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი და ბიძა,  მირიან ნიკოლაძე 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ “აიპრესს” მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა და განმარტა, რომ მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილი არ იქნება.

მირიან ნიკოლაძე “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” პროპორციულ სიაში იქნება წარმოდგენილი და გედევან ფოფხაძის საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, მირიან ნიკოლაძე პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად