მირიან ნიკოლაძე: ამ ბრალდებების პირობებში სასჯელები არის ობიექტური!

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში Facebook-ში ეხმაურება:

“ამ ბრალდებების პირობებში სასჯელები არის ობიექტური!
(მოცემულ შემთხვევაში არ განიხილებოდა განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია, რომელზეც ცალკე მიმდინარეობს სასამართლო სხდომები და მოგვიწევს ლოდინი)!” – წერს მირიან ნიკლოაძე.

შეგახსენებთ, 5 თვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, 2020 წლის 13 ნოემბერს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მაია ოშხერელმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა და 6 არასრულწლოვანი ყველა წარდგენილი ბრალის ნაწილში გაამტყუნა.გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 6 ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა შეეფარდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად