მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს (ვიდეო)

ხვალ, ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი დასრულდება იუნორთა (18-20 წელი) შორის.

ჩემპიონატზე კლასიკური სტილით მოჭიდავეთა ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ (კლასიკოსებმა სამი ოქროს, ერთი ვერცხლის, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და გუნდურ ასპარეზობაში მე-2 ადგილი დაიკავეს) ერთობ უღიმღამოდ ასპარეზობენ ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავეები.

ხუთ, 57-65-70-79-97 კგ წონით კატეგორიაში მედლების გადანაწილების შემდეგ საქართველოს ნაკრები არათუ ხელმოცარული დარჩა, არამედ მათგან საუკეთესოები მე-7 ადგილზე ზემოდ ვერ ავიდნენ.

დღეს ხალიჩებზე გასული 61-74-86-92-125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავეებიდან ერთადერთი მირიან მაისურაძე აღმოჩნდა, რომელმაც მაღალ დონეზე იასპარეზა, სამივე მეტოქე დაამარცხა, ფინალში გავიდა და ნაკრებს ოქროს მედლის აღების შანსი შეუნარჩუნა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსებს ინარჩუნებენ გოგა მამიაური, რომელიც ნახევარფინალში დამარცხდა და ვასილ ხვისტანი, რომელიც ერთადერთ ჩატარებულ შეხვედრაში განცდილი მარცხის მიუხედავად, სატურნირო ბადეში იღბლიან ადგილზე მოხვედრის გამო, რეპეშაჟიდან უბრძოლველად მოხვდა ბრინჯაოს ფინალში.

ქართველ მოჭიდავეთა გამოსვლის ტექნიკური შედეგები ასეთია:

61კგ
1/8 ფინალი
გოდერძი ძებისაშვილი – ნინო ლოიტერტი (შვეიცარია) 8:2
1/4 ფინალი
გოდერძი ძებისაშვილი – ჰამზა ალაკა (თურქეთი) 16:19

74კგ
კვალიფიკაცია
გოგა მამიაური- ხრაიაპ ალიხანიანი (სომხეთი) 12:9
1/4 ფინალი
გოგა მამიაური – ევგენი დობოვოი (უკრაინა) 13:3
1/2 ფინალი
გოგა მამიაური – დმიტრი კუპრინი 2:9

გოგა მამიაური ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ ნასიბ ისააევს და უნგრელ ბენჟამინ დობლერს შორის შეხვედრაში გამარჯვებულთან იჭიდავებს.

86კგ
1/8 ფინალი
მირიან მაისურაძე – ფუად მაილოვი (აზერბაიჯანი) 14:6
1/4 ფინალი
მირიან მაისურაძე – ივანე ნედიალკო (მოლდოვა) 2-1
1/2 ფინალი
მირიან მაისურაძე – დემიდ კარაჩენკო (უკრაინა) 11:3

ოქროს მედლისთვის მირიან მაისურაძე სომეხ მხერ მარკოსიანთან იჭიდავებს

92კგ
კვალიფიკაცია
დავით ქოჩქიანი – პოლატ პოლატჩი (თურქეთი) 0:10

97კგ
1/4 ფინალი
ვასილ ხვისტანი – იური იძინსკი 0:10

მესამე ადგილისთვის ვასილ ხვისტანი ბელარუსელ მიკიტა ჰორჰუნთან იჭიდავებს

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს ხუთ წონაში ასპარეზობის შემდეგ 18 ქულა აქვს (70კგ ოთარ ბაგაური, მე-7 ადგილი – 8 ქულა, 97კგ ელგუჯა ბალანჩივაძე – მე-7 ადგილი, 8 ქულა და 79კგ ბაგრატ გაგნიძე – მე-10 ადგილი, 2 ქულა) და მეცხრე ადგილზეა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...