მირიან მაისურაძე ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია!

ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იუნორთა (18-20 წელი) შორის უახლოვდება დასასრულს. 

86 კგ წონით კატეგორიაში ბრწინვალედ იასპარეზა მირიან მაისურაძემ, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში სომეხი მხერ მარკოსიანი 3:2 დაამარცხა ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალამდე მირიან მაისურაძემ 1/8 ფინალიში ფუად მაილოვი (აზერბაიჯანი) დაამარცხა – 14:6, 1/4 ფინალში ივანე ნედიალკოს (მოლდოვა) მოუგო – 2-1, ნახევარფინალში კი დემიდ კარაჩენკოს (უკრაინა)- 11:3.

მირიან მაისურაძის მიერ ოქროს მედლის მოპოვებამდე 74 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავემ, გოგა მამიაურმა გატეხა ნავსი და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. მამიაურმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელი ნასიბ ისაევი აშკარა უპირატესობით დაამარცხა 10:0.

მალე ხალიჩაზე გამოვა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს 125 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე ვასილ ხვისტანი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...