მირდატ ქამადაძე: ფუტკარაძის გარდა ჩვენ სხვა წევრთანაც მივიდნენ, მისი ოჯახის წევრიც კლინიკაში მოხვდა და რიჟვაძემ იცის, რომ ეს ვიცით

მარტო ნუგზარ ფუტკარაძესთან კი არა ჩვენ სხვა წევთანაც იყვნენ მისულები და მისი ოჯახის წევრიც საავადმყოფოში მოხვდა, დავით რიჟვაძემ იცის, რომ ჩვენ ეს ვიცით, – ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” მირდატ ქამადაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“დღეს რაც მოხდა ბათუმის საკრებულოში ბიუროს სხდომაზე, ეს არის გამოცხადებული დიქტატურა. “ოცნება” პირდაპირ გადავიდა პოლიტიკურ ძარცვასა და ყაჩაღობაზე. თოფიანი კაცები მოქმედებენ დავით რიჟვაძის სასარგებლოდ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა.

ადამიანი შეიწირეს. მე კიდევ არ ვამბობ სანამ ექსპერტიზა შედეგებს არ დადებს, მაგრამ ყველა კვალს მაგასთან მივყავართ. სულ არ მომწონს მაგიდაზე რომ მომიწია ასვლა, არ ვარ ის ადამიანი ამ ფორმით ვიბრძოდე, მაგრამ როდესაც ხელებს მიგრიხავენ, როდესაც მოქმედი ბიუროს წევრი პოლიციის ძალით გამომიყვანეს, სადაც ჩემ პოლიტიკურ პროტესტს გამოვხატავდი.

მარტო ნუგზარ ფუტკარაძესთან კი არა სხვასთანაც იყვნენ მისულები. ესმოდეს დავით რიჟვაძეს, რომ ჩვენ ერთ-ერთ წევრთან. წარმომადგენლები გაუშვეს და ტელეფონზე რომ ელაპარაკებოდნენ მამა-შვილი რიჟვაძეები და იმ ადამიანის ოჯახის წევრიც საავადმყოფოში მოვხდა, ასევე შაქრით, უბრალოდ ღვთის წყალობით გადარჩა. ეს ხომ მან კარგად იცის და გადადგეს დროზე თანამდებობიდან დავით რიჟვაძეც, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსანია და თორნიკე რიჟვაძეც გადადგეს”, – განაცხადა  მირდატ ქამადაძემ.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წევრი ცოტნე ანანიძე წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, რომელიც “ოცნებამ” პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა. ქამადაძე ამბობს, რომ ანანიძე თავის დროზე დავით რიჟვაძის ჩვენებით დააკავეს.

 

კომენტარები
იტვირთება...