მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის სავაჭრო გემი დაიკავეს

ლიბიიდან მიგრანტთა ჯგუფმა ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის სავაჭრო გემი Elhiblu I დაიკავა. სააგენტო ANSA-ს ცნობით, ამის შესახებ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინმა განაცხადა.

“ისინი არა მიგრანტები, არამედ მეკობრეები არიან. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი იტალიას მხოლოდ ტელესკოპით უყურებენ “, – განაცხადა მინისტრმა.

გემი ლიბიაში მიემგზავრებოდა, რათა მიგრანტები გადაერჩინა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
გამოცემა La Repubblica აღნიშნავს, რომ მიგრანტთა ჯგუფი 108 ადამიანისგან შედგება. შემთხვევა ხმელთაშუა ზღვაში მოხდა. გემი თურქეთის დროშის ქვეშ მიცურავდა.

2018 წლის დეკემბერში ოთხი მიგრანტმა იტალიის სატვირთო გემი დაიკავა. საბოლოოდ, გემი ბრიტანელმა სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს. სამართალდამცავებმა კი მიგრანტები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...