მირანდა მესხმა და კომისის წევრებმა თინა ბოკუჩავა სხდომიდან გააძევეს

ზუგდიდის № 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმდჯომარემ მირანდა მესხმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს დეპუტატს თინა ბოკუჩვას რამდენჯერმე მოუწოდა საოლქოში მიმდინარე სხდომის დროს არ ეხმაურა. მიუხედავად ამისა, თინა ბოკუჩავა განაგრძობდა ხმამაღალ საუბარს.

თინა ბოკუჩავა: ნუ იმუქრები

მირანდა მესხი: არ ვიმუქრები. მოგვეცით საშუალება ვიმუშაოთ, და თქვენ ხართ მხარე

თინა ბოკუჩავა: თქვენ  დაარღვიეთ კანონი. რაც მოხდა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მირანდა მესხი: დაამტკიცეთ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

თინა ბოკუჩავა: აუცილებლად დაგიმტკიცებთ…

მირანდა მესხი: თუ ასე გააგრძლებ გახვალ გარეთ!

რის შემდეგ ზუგდიდის № 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დეპუტატ თინა ბოკუჩავას გაძევებას უყარეს კენჭი. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და თინა ბოკუჩავა დარბაზიდან გააძევების შესახებ.

როგორც მირანდა მესხმა განაცხადა, თინა ბოკუჩავას სხდომიდან გაძევების ინფორმაციაას ოქმში შეიტანენ

მიუხედავა ამისა, სხდომათა დარბაზში ხმაური არ შეწყვეტილა. “ნაცმოძრაობის” მოთხოვნა, თავმჯდომარის მირანდა მესხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, კომისიას დღის წესრიგში არც შეუტანია.

ადგილზე რამდენიმე წუთის წინ მივიდა საპატრულო პოლიცია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...