მირანდა მესხი: ზუგდიდში 109-ვე უბანი დათვლილია, დიდი უპირატესობით “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარული ოლქის თავმჯდომარის მირანდა მესხის განცხადებით, მეორე ტურის წინასწარი შედეგების მიხედვით დიდი უპირატესობით გაიმარჯვა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მესხის განცხადებით, ჩიქოვანმა ხმების 93,88%- მიიღო, რაც რაოდენობრივად 32, 678 ამომრჩეველს შეადაგენს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მალხაზ ჯალაღონიას მხარი დაუჭირა
2 064-მა ამომრჩეველმა, რაც პროცენტულად შეადგენს 6,13%-ს.

საოლქოს თავმჯდომარის ინფორმაციით,109-ვე უბნის მონაცემები დათვლილია. რაც შეეხება აქტივობას პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა ნახევარზე ოდნავ მეტია.

“მაჟორიტარულ ოლქში სულ რეგისტრირებული იყო 120 255 მონაწილე, აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 34 824 ამომრჩეველმა. რაც პროცენტულად შეადგენს საერთო რაოდენიობის 28,96%-ს. არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ხუთი ნომრით წარდგენილ კანდიდატს მახლხაზ ჯალაღონიას აქვს 2 064 ხმა, რაც პროცენტულად შეადგენს 6,13%-ს, ხოლო 41 ნომრით წარდგენილ კანდიდატს 31, 678 ხმა აქვს, რაც პროცენტულად 93,88%-ია. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტივობას პირველ ტურთან შედარების ნახევარზე მეტია მოსული. დათვლილია 109-ვე უბანი,მათ შორის ორი სპეც უბნის მონაცემები “,- განაცხადა მირანდა მესხმა.

მირანდა მესხის თქმით, არჩევნების მიმდინარეობისას ჯამში ოთხი საჩივარი დაიწერა, საიას მიერ, რომელიც პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენად ვერ მოახდენდა რადგან არცერთი საჩივარი კანონმდებლობით გადაცდომად არ ითვლებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად