მირანდა მესხი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 107-ვე უბანი მზადაა ამომრჩევლის მისაღებად

ამის შესახებ, ზუგდისის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე მირანდა მესხმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“07:00 საათზე ას შვიდივე უბანი გაიხსნა. დაიწყო კენჭისყრის პროცედურები. შესაბამისად, რვა საათსა და წუთებზე ყველა საარჩევნო უბანთან ადგილზე იყო პირველი ამომრჩეველი. კენჭისყრის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე დაწყებულია.

ამ ეტაპისთვის, საოლქო საარჩევნო კკმსიაში არანაირი საჩივარი არ ფიქსირდება. კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებით ზოგიერთ უბანზე იყო ჩართული მხარეების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ შევიდნენ ხელმძღვანელი პირები 06:30 საათზე საუბნო საარჩევნო კომისიებში.მათი მხრიდან პროცედურის დაწყებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ მოხდა დაცვის პოლიციისგან მიღება ჩაბარების აქტით საჭირო დოკუმენტისა და ინვენტარის გადმოცემა, რაც წინაღამით დაცვის პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით გადაიბარა. დამკვირვებლები ყველა უბანზე ესწრებოდნენ, უბრალოდ პრეტენზია ჰქონდათ, რატომ შევიდნენ შვიდს რომ წუთები აკლდა მაშინო.ეს კი არანაირი დარღვევა არ იყო”, განაცხადა მესხმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...