მირანდა მესხი: არანაირი დარღვევები არ გვიფიქსირდება

ამ ეტაპისთვის ყველა უბანი გახსნილია, კენჭისყრის პროცესი ყველგან დაწყებულია, – ამის შესახებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა განაცხადა და აღნიშნა, რომ დაგვიანება არცერთ უბანზე არ მომხდარა.

“არანაირი დარღვევები არ გვიფიქსირდება. უბრალოდ არის კონკრეტულ უბნებზე ასეთი მონაცემები, რომ ახდენენ ამომრჩეველთა სკანირებას, რაც არის დაუშვებელი. მედიას აქვს გადაღების უფლება, გამოყოფილი ადგილიდან. არანაირი სკანირება და ანაბეჭდების აღება ამომრჩევლის”, – აღნიშნა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება კოვიდ უბნებს, აქ, მისი განმარტებით, კენჭისყრა იწყება რვა საათზე, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბიულეტენების დამოწმების პროცესი და პირველი მონაწილეობას იღებენ უბანზე რეგისტრირებული წარმომადგენლები, დამკვირვებლები – საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. შემდეგ კი ყუთი გავა დანიშნულებისამებრ.

ოთხი ყუთი გადის კოვიდუბნებიდან – 109-დან და ამდენივე ანაკლიის 110-ე კოვიდუბნიდან.

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 107 უბანია. ამას დამატებული ორი კოვიდ უბანი, რომელიც გაიხსნა საკარანტინე სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის.

ჯამში ზუგდიდში 120 312 ამომრჩეველია.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომ 29-ე უბანზე წილისყრის პარარელურად “ქართული ოცნების” ჰიმნი ჩართეს, მესხმა განმარტა, რომ არაფერი იცის და რომ ყველა უბანზე დარეკილია და მოიკვლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად