მირანდა ესაკია: გამოგვიცხადეს, რომ გვხსნიან, ეს პოპულისტური გადაწყვეტილებაა იმ პოლიტიკურ ფონზე რაც ხდება

გამოგვიცხადეს, რომ გვხსნიან, ეს პოპულისტური გადაწყვეტილებაა იმ პოლიტიკურ ფონზე რაც ხდება, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ეთერში საქართველოს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის დირექტორმა მირანდა ესაკიამ განაცხადა.

“პირველ რიგში მაინტერესებს, რას ეძახიან კურორტის გახსნას. იმიტომ, რომ კურორტის გახსნა არ არის სასტუმროს გახსნა. სასტუმრო თავის თავში არ მოიცავს კურორტს და ეს არ ნიშნავს, რომ კურორტი გაიხსნა. ხვალ ხსნიან სასტუმოებს და ეს მათთვისაც არაფერს არ ნიშნავს ეს, რადგანაც ჩვენ ძირითადად დამოკიდებულები ვართ უცხოელ ტურისტებზე. ადამიანებს დასვენების დასაგეგმად მინიმუმ 1-2 თვე სჭირდებათ. საბაგიროც 8 მარტიდან იხსნება და საბაგიროზეა მიბმული ყველა აქტივობა. მოსამზადებელი პერიოდი 2 კვირა აბსოლუტურად არაფერია.

ნოემბერში გვქონდა ბევრი ჯავშანი, მაგრამ როცა გამოგვიცხადეს, რომ არ გვხსნიან, ყველა ჯავშანი გავაუქმეთ. ამის შემდეგ ვითხოვდით, რომ გავეფრთხილებინეთ თუ რას აპირებდნენ. ვითხოვდით მთავრობასთან დიალოგს და სხვადასხვა შეღავათებს, მაგრამ დიალოგი არ მომხდარა და უცბად გამოგვიცხადეს, რომ გვხსნიან. მე უფრო მგონია, რომ ეს ყველაფერი პოპულისტური გადაწყვეტილებაა იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. ზამთრის კურორტებისთვის 3 კვირით გახსნა არაფერს არ ნიშნავს”, – განაცხადა მირანდა ესაკიამ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვალიდან სამთო კურორტები იხსნება, თუმცა საბაგირო 8 მარტს გაიხსნება.

კომენტარები
იტვირთება...