მიქელაძე “მუყაოს ქალაქზე”: 2012-13 წლამდე ამ ადამიანებს რომ გაებედათ შეკრება, რა მოყვებოდა ყველამ ვიცით

აჭარის რადიოს გადაცემაში “კომპეტენტური პასუხი” აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ “ოცნების ქალაქის” პროექტზე ისაუბრა, რომელზეც ტენდერი აჭარის ხელისუფლებამ გუშინ გამოაცხადა.

-თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ 7 წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ მიტოვებულნი. ვინ მიატოვა ეს ადამიანები?

ზუსტად ასეთი განმარტებით, რომ ვინმემ მიატოვაა… უბრალოდ ეს იყო წლების მანძილზე დაგროვილი… ნუ წარმოვიდგენთ, რომ ვიღაცამ 2013 წელს გაიღვიძა და ამდენი ოჯახი გახდა შეჭირვებული. ეს იყო წლებით დაგროვილი თემა. არ იფიქროთ, რომ რახან მე ამ პოლიტიკური გუნდის წევრი ვარ ვიცავ მათ. წლების განმავლობაში ამ კუთხეში ვცხოვრობ და ვიცი, რა პერიოდი გაიარეს ამ მოქალაქეებმა. ეს პრობლემები მანამდე დაგროვილი იყო, თუმცა 2012-13 წლებში ასე მასიურად ამ ადამიანების შემოსვლა მოხდა, ამ ადამიანებს ჰქონდათ საცხოვრისის პრობლემა წლების მანძილზე, ბოლოს კი ერთად შეიკრიბნენ, რადგან იგრძნეს რა დემოკრატიის მუხტი ამ ქვეყანაში. მანამდე, რომ ნებისმიერ მათგანს გაებედა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა, რა მოყვებოდა ყველამ ვიცით, რითი დასრულდებოდა ეს ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად