მიქელაძე: covid-19-ით ინფიცირებულ 10 წლის ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 10 წლის კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვს, რომელიც ბათუმიდან თბილისში გადაჰყავთ, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბავშვი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საკარანტინო სივრცეში, ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

“ბავშვის მოგზაურობის ისტორია უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, ბებიასთან ერთად. ვითვალისწინებთ ოჯახის თხოვნას, გადაყვანასთან დაკავშირებით, ის გადადის თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში და იქ გააგრძელებს შესაბამის მკურნალობას“,-აცხადებს ზაალ მიქელაძე

მინისტრის განმარტებით, რომ არა ოჯახის თხოვნა, ბათუმში ყველა პირობა არსებობს, ბავშვის სრულფასოვანი მკურნალობისთვის.

„თუნდაც ინფექციური კლინიკა, ასევე ბავშვთა კლინიკა, ამისთვის მთლიანად უზრუნველყოფილი თავისი საბოქსე თუ სხვა განყოფილებით, უბნრალოდ, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა ოჯახის თხოვნა, ეს ოჯახი თბილისიდანაა“,-განაცხადა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.
„ბავშვის მოგზაურობის ისტორია უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, ბებიასთან ერთად. ვითვალისწინებთ ოჯახის თხოვნას, გადაყვანასთან დაკავშირებით, ის გადადის თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში და იქ გააგრძელებს შესაბამის მკურნალობას“,-აცხადებს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის განმარტებით, რომ არა ოჯახის თხოვნა, ბათუმში ყველა პირობა არსებობს, ბავშვის სრულფასოვანი მკურნალობისთვის.
„თუნდაც ინფექციური კლინიკა, ასევე ბავშვთა კლინიკა, ამისთვის მთლიანად უზრუნველყოფილი თავისი საბოქსე თუ სხვა განყოფილებით, უბნრალოდ, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა ოჯახის თხოვნა, ეს ოჯახი თბილისიდანაა“,-განაცხადა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად