A1 ბანერი

მიქაუტაძე: იუსტიციის საბჭოს შეუძლია კიდევ წარმოადგინოს მოსამართლეობის კანდიდატურები

“იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურები”.

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს მინიმუმ 28 მოსამართლე. დღეს არის მოქმედი 10 მოსამართლე. წარდგენილია -10. ბუნებრივია, რომ ეს წარმოდგენილი 10 კანდიდატურა არაა საკმარისი. კიდევ იქნება, რა თქმა უნდა, იუსტიციის საბჭოს აქვს რესურსი პარლამენტს კიდევ წარმოუდგინოს პარლამენტს კანდიდატურები, ეს საჭიროებაც არსებობს და ბუნებრივია ასე იქნება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...