მიქაუტაძე გოცირიძეს: პატივს ვცემ იუმორის გრძნობას, მაგრამ ამისთვის არ ვარ აქ მოსული

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვით მიმართა, ვინ დაწერა „მთვარის მოტაცება“. გიორგი მიქაუტაძემ კითხვას პასუხი გასცა.

რომან გოცირიძე: რამდენია სასჯელი მთვარის მოტაცებაზე?

გიორგი მიქაუტაძე: პატივს ვცემ იუმორის გრძნობას, მაგრამ ამისთვის არ ვარ აქ მოსული.

რომან გოცირიძე: ვინ მოიტაცა მთვარე?

გიორგი მიქაუტაძე: დიდი პატივისცემით ბატონო რომან.. თავს შევიკავებ ამგვარ დისკუსიაში შემოსვლისგან.

რომან გოცირიძე: ვინ დაწერა „მთვარის მოტაცება“?

გიორგი მიქაუტაძე: კონსტანტინე გამსახურდიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად