მიქაუტაძე: ანა დოლიძემ ნინო მამულაშვილის მოსამართლის კომპეტენცია უმაღლესი ქულით შეაფასა, საჯაროდ კი მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა

დღეს იუსტიციის უმაღლესმ საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ განწესდა.

საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ცხრიდან შვიდ მოსამართლეს მხარი დაუჭირა, ხოლო ანა დოლიძე არცერთ მოსამართლეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, ამბობს, რომ მოსამართლე ნინო მამულაშვილს ანა დოლიძემ კომპეტენტურობის კრიტერიუმში 100-დან 92 ქულა დაუწერა, თუმცა მის განწესებას მხარი არ დაუჭირა.

” ვულოცავ ჩემ კოლეგებს და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ. რაც შეეხება პრეტენზიებს, რომელიც ზოგიერთი არამოსამართლე წევრის მხრიდან გამოითქვა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, რადგან საქმე გვაქვს ტყუილთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.
გამოსაცდელ ვადაში მყოფი თითოეული მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი მოსამართლე და სამი არამოსამართლე წევრის მიერ შეფასდა, მათ შორის იყოს ანა დოლიძე.
ანა დოლიძემ ნინო მამულაშვილს კომპეტენტურობის კრიტერიუმში 100- დან 92 ქულა დაუწერა, ასევე დოლიძეს მიაჩნია, რომ ნინო მამულაშვილი სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ასეთი მაღალი შეფასება აქვს ქალბატონ ანას დაწერილი. მიუხედავად ამისა, მან დღეს ნინო მამულაშვილს მხარი არ დაუჭირა და ვითარება, ტრადიციულად, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური კარიერის შესაქმნელად გამოიყენა. ერთი მხრივ, ანა დოლიძემ მოსამართლის კომპეტენცია უმაღლესი ქულით შეაფასა, მეორე მხრივ კი საჯაროდ მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად