მიქაია:  ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია, დასავლეთის თვალში გახარიას დისკრედიტაციისთვის ყველაფერს იკადრებს

“დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით, ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალ პრემიერმინისტრს დასავლეთის გავლენიანი პოლიტიკური წრეების მხრიდან მეტი ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც მიქაია აცხადებს, ე.წ. პროდასავლური ოპოზიცია დასავლეთის თვალში გიორგი გახარიას იმიჯის დისკრედიტაციისთვის ყველაფერს იკადრებს და გააკეთებს, რათა ნებსით თუ უნებლიედ, აღასრულონ რუსეთის სურვილი და დაასუსტოს საქართველოს ხელისუფლება, ახალი მინისტრთა კაბინეტი.

“ამის მაგალითია, ჯონ მაკ-კეინის ინსტიტუტის თაოსნობით თბილისში გამართულ კონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” და მისი სატელიტების მიერ სიცრუეზე აგებული ხელისუფლების  კრიტიკა, რაც დაბალი პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს.

მივმართავ საზოგადოებას და საქართველოს ხელისუფლებას, გააორმაგონ ძალისხმევა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ახალი მინისტრთა კაბინეტის პროდასავლური, გაწონასწორებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური კურსის პოზიტიურ კონტექსტში წარმოსაჩენად,”- განაცხადა მიქაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად