A1 ბანერი

მიქაბაძე: რეიტინგების გაუმჯობესება სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში

“კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, არის წარმატებული, რაც მნიშვნელოვანი და დადებითი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა და მე-18 ადგილიდან მე-16 ადგილზე გადაინაცვლა, ასევე გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულაც 1.98 პუნქტით და 71.0 ქულა შეადგინა.

ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგი ქვეყნების შეფასების წყაროდ იყენებს მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთებისა” და საერთაშორისო გამჭვირვალობის “კორუფციის აღქმის ინდექსის” რეიტინგის მონაცემებს. შესაბამისად, ქვეყნებისთვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა ეფუძნება აღნიშნული რეიტინგების ქულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში ბიზნეს გარემო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მასშტაბით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...