მინსკში უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინაში არსებული ვითარების განსახილველად, მინსკში სამმხრივი შეხვედრა იმართება, რომელშიც მონაწილეობას უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს წარმომადგენლები იღებენ. 

უცხოური მედიის ცნობით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლები მინსკში არ ჩავლენ მანამ, სანამ კიევი ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას არ გასცემს. მათივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე სეპარატისტებს დენის პუშილინი წარადგენს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბელარუსის დედაქალაქში მოლაპარაკებებზე იმყოფებიან უკრაინის ექს-პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჰაიდი ტალიავინი და რუსეთის ელჩი უკრაინაში მიხეილ ზურაბოვი. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებები გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, არეულობები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო, ქვეყნის ხელისუფლებამ კი აღნიშნულ რეგიონებში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და ბოევიკების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, საპასუხოდ რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად