მინსკში, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

მორიგი საკვირაო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ. უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს მეტრო პუშკინსკაიასთან შეკრებილი დემონსტრანტების დასაშლელად, იუწყება Tut.by.

დაკავებები პუშკინსკაიასთან მოხდა, იუწყება ადგილობრივი რადიო თავისუფლება. უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ხალხი იქვე მდგომი ავტობუსებისკენ წაიყვანეს.

Tut.by-მ ასევე გამოაქვეყნა მეტროსადგურთან დაკავების ვიდეო.

მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა მუნიციპალური დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატალია განუსევიჩმა დაადასტურა, რომ დაპატიმრებები მოხდა მინსკში, საპროტესტო აქციაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად