მინსკში რუსეთთან გაერთიანების მოწინააღმდეგებმა აქცია გამართეს

მინსკში არასანქცირებული აქციის მონაწილეები, რომლებიც ბელარუსის და რუსეთის ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან, დამოუკიდებლობის გამზირზე (ბელარუსის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე) მთავრობის სახლთან გაემართნენ.

როგორც სააგენტო “ინტერფაქსის” კორესპოდენტი იუწყება, დამოუკიდებლობის მოედანზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ბელარუსის არარეგისტრირებული პარტია “ბელორუსის ქრისტიანული დემოკრატიის” თანათავმჯდომარემ პაველ სევერინეცმა მომიტინგეებს მოუწოდა, 8 დეკემბერს დღის მეორე ნახევარში ისევ შეიკრიბონ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მომიტინგეებს თეთრ და წითელ ფერებში დროშები უჭირავთ და სკანდირებენ ლოზუნგს: გაუმარჯოს ბელარუსს!. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთთან ინტეგრაციას ეწინააღმდეგებიან.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სოჭში ჩავიდა, სადაც ის რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორი ქვეყნის ლიდერებმა, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-ბელარუსის ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

მოლაპარაკებების დასრულების წინ, ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი არ მოაწერს ხელს რუსეთთან ინტეგრაციის დოკუმენტებს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და ქვეყანას ზიანს მიაყენებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად