მინსკში, პუშკინის ძეგლის ხელების შეღებვის საქმეზე ოპოზიციონერი აქტივისტი დააკავეს

მინსკში, პუშკინის ძეგლის მიმართ ვანდალიზმის საქმეზე ოპოზიციური მოძრაობა”ახალგაზრდა ფრონტის” აქტივისტი, ფილიპ შავროვი დააკავეს. საგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ამის შესახებ ბელარუსის “ქრისტიანულ დემოკრატიული (BCD) პარტიის” შექმნის საორგანიზაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ პაველ სევერინეცმა განაცხადა.

”ახალგაზრდა ფრონტის” აქტივისტი, იურისტი ფილიპ შავროვი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. ისინი ამბობენ, რომ” პუშკინისა ”და პოლიტიკური გრაფიტების” თავისუფლება პოლიტიკური პატიმრებისთვის გამო! ”,- წერს სევერინეცი “ფეისბუქზე”.

“ახალგაზრდა ფრონტის” პრესსამსახურში ასევე ადასტურებენ, რომ ფილიპ შავროვი დაკავებულია.

”ფილიპი პუშკინის ძეგლის ხელების შეღებვის საქმეზე დააკავეს. მას ბრალად 339-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ედება, რაც ხულიგნობას გულისხმობს”, -აცხადებენ პრესსამსახურში. მისი თქმით, ფილიპ შავროვის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა.

17 იანვარს, მინსკში, უცნობმა პირებმა სასტუმრო “ბელარუსთან” მდებარე ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ხელებზე წითელი საღებავით შეღებეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩომ ”სინანული და გაკვირვება” გამოთქვა. დიპლომატიურმა უწყებამ გაიხსენა, რომ რუსი პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა ბელარუსთან მჭიდრო კავშირშია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად