მინსკში ალექსანდრე პუშკინის ძეგლი წითელი საღებავით შეღებეს (ვიდეო)

მინსკში, უცნობმა პირებმა სასტუმრო “ბელარუსთან” მდებარე ალექსანდრე პუშკინის ძეგლი ხელებზე წითელი საღებავით შეღებეს,-ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსეთის საელჩომ ”სინანული და გაკვირვება” გამოთქვა. დიპლომატიურმა უწყებამ გაიხსენა, რომ რუსი პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა ბელარუსთან მჭიდრო კავშირშია.

ქალაქის პოლიციაში დიპლომატებს განუცხადეს, რომ ისინი მომხდარის გარემოებებს ადგენენ და ეჭვმიტანილებს ეძებენ.

“დიპლომატიური მისია ვანდალიზმის ფაქტის გარშემო არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება”,-აღნიშნავენ ისინი.

როგორც სააგენტო “Минск-Новости” წერს, პოლიციას მომხდარის შესახებ ადგილობრივებმა აცნობეს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად