მინსკის ცენტრში საპტროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს

მინსკის ცენტრში სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს მომიტინგეების დასაშლელად. ამის შესახებ მინსკის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა მუნიციპალური განყოფილების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნატალია განუსევიჩმა განაცხადა.

”უამრავი ადამიანი შეიკრიბა მინსკის ცენტრში, ღონისძიება არასანქცირებულია. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი,” – თქვა განუსევიჩმა.

მან ასევე განმარტა, რომ საპროტესტო აქციის მსვლელობისას 20 ადამიანი უკვე დააკავეს.

11 ოქტომბერს მინსკში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “სიამაყის მარში”. ბელარუსის დედაქალაქში მიტინგის დაწყებამდე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. სპეციალური ტექნიკა შენიშნეს ქალაქის ცენტრში.

ბელარუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას დაპატიმრებების შესახებ აქციის დაწყებამდე. ერთ-ერთმა არხმა აჩვენა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ აკავებენ უსაფრთხოების ძალები მომიტინგეებს.

9 აგვისტოს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად, ქვეყნის მოქმედმა მეთაურმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80%-ზე მეტი მიიღო. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, მისმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, ხმების 10%-ზე მეტი მიიღო.

მოგვიანებით, ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ სედეგები გაყალბებულია და მოითხოვა კენჭისყრის შედეგების გაუქმება. ბელარუსის მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეები ასევე ითხოვენ არჩევნების შედეგების გადახედვას. ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს თაღლითობის ბრალდებას და დასავლეთს პროტესტის ორგანიზებაში ადანაშაულებს. მოსკოვი ლუკაშენკოს ცნობს, როგორც სახელმწიფოს ლეგიტიმურ მეთაურს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მას გამარჯვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად