მინისტრთა კაბინეტის მოსმენა პარლამენტში 13.00 საათზე დაიწყება

ქუთაისში მდებარე პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენებზე ხვალ მთავრობის ახალი შემადგენლობის ყველა, 19 მინისტრს მოუსმენენ. 

როგორც დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, მოსმენები პარალელურ რეჟიმში გაიმართება. საკომიტეტო მოსმენები 13.00 საათიდან დაიწყება და პარალელურ რეჟიმებში საღამომდე გაგრძელდება.

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ახალ შემადგენლობასთან 2 საათიან შეხვედრას 17.00 საათზე დაიწყებს. 19.00 საათზე მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმომადგენლები "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

დღის ბოლოს გაიმართება ბიუროს სხდომა, სადაც საკომიტეტო მოსმენების დროს შედგენილ დასკვნებს შეაჯამებენ. პლენარული სხდომა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს, ზეგ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად