“მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტი დღეს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენს

“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში აჯობებს.

საპარლამენტო ოპოზიციას ქეთევან ციხელაშვილთან საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექნება კითხვები.

“მინისტრის საათის” ფორმატში ქეთევან ციხელაშვილის მოსმენა საგაზაფხულო სესიის ბოლოს უნდა გამართულიყო, თუმცა, ვერ მოესწრო და ის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში იქნა შეტანილი.

“მინისტრის საათი” საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად