მინესოტას უნივერსიტეტში ჯორჯ ფლოიდის სახელობის სტიპენდია დაარსდა

აშშ-ში, მინესოტას ჩრდილოეთ ცენტრალურ უნივერსიტეტში ჯორჯ ფლოიდის სახელობის სტიპენდია დაარსდა. ამის შესახებ უნივერსიტეტის პრეზიდენტმა სკოტ ჰაგანმა, ჯორჯ ფლოიდის მემორიალური ღონისძიების დროს განაცხადა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ხდებოდა. ამის შესახებ CNN წერს.

“ჯორჯ ფლოიდის სტიპენდიამ უნდა შთააგონოს ახალგაზრდა ფერადკანიან ლიდერებს,” თქვა ჰაგანმა და განაცხადა, რომ სტიპენდიის ფონდში უკვე შეტანილია 52 000 აშშ დოლარის მოცულობის შემოწირულობა.

“შეერთებულ შტატებში ყველა უნივერსიტეტის პრეზიდენტს ვურჩევ, ჩამოაყალიბონ ჯორჯ ფლოიდის სახელობის სტიპენდიები. დროა ჩადოთ ინვესტიცია შავკანიანი ამერიკელების ახალ თაობაში, რომელსაც შეუძლია და მზად არიან, რომ გახდნენ ლიდერები ჩვენს ქვეყანაში. უნივერსიტეტის პრეზიდენტები ერთად უნდა მუშაობდნენ”, – დასძინა მან.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად