მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში დამნაშავედ სცნეს

მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვინი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს ჯორჯ ფლოიდის სიკვდილში.

12-მა მსაჯულმა 20 აპრილს შოვინი დამნაშავედ სცნო სამივე წაყენებულ ბრალდებაში. 45 წლის შოვინს ათწლეულების განმავლობაში ემუქრება პატიმრობა, როცა მას მოსამართლე განაჩენს გამოუტანს.

ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს დაიღუპა, მაღაზიაში ყალბი 20-დოლარიანი კუპიურის გადახდის გამო მისი დაპატიმრების მცდელობისას. მისმა სიკვდილმა ბიძგი მისცა თვეების განმავლობაში გაგრძელებულ, ზოგჯერ ძალადობრივ საპროტესტო აქციებს საპოლიციო სისასტიკის და რასიზმის წინააღმდეგ. ფართოდ გავრცელდა დაპატიმრების ამსახველი ვიდეო, რომელზეც ჩანს, დაკავების მომენტში როგორ აჭერს თეთრკანიანი პოლიციელი, შოვინი, მუხლს 46 წლის შავკანიან კაცს, ჯორჯ ფლოიდს ცხრა წუთზე მეტი დროის განმავლობაში, რის შედეგადაც ფლოიდი კვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...