მინდიაშვილი ვაშაძეს: არ შეიძლება ამაყობდე იმით, რომ კომუნისტური ბოროტების იმპერიის სამსახურში იდექი

ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის “DW на русском”-თან ინტერვიუში ნათქვამ ფრაზას თეოლოგი ბექა მინდიაშვილი.

მინდიაშვილის თქმით, ასეთი რამის თქმა შევარდნაძესაც კი არ უკადრია.

“წარმოუდგენელია ამბობდე, – ამაყობ საბჭოთა დიპლომატი რომ იყავი, თუნდაც იმ კუთხით, რომ, თავის დროზე, განიარაღების მოლაპრაკებებში მონაწილეობდი. უბრალოდ არ შეიძლება ამაყობდე, რომ კომუნისტური, ტერორისტული იმპერიის, ბოროტების იმპერიის სამსახურში იდექი ოდესმე, – ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ პოზიციაზე, ნებისმიერი ფორმით. ეს თუ არ გესმის, ესე იგი არ გესმის ფუნდამენეტური საკითხები – არც ადამიანის ფასი, არც სამშობლო, არც სიკეთე, არც ბოროტება.

განა შეიძლება ამაყობდე იმ ძალის სამსახურში ყოფნით, რომელმაც გაანადგურა საქართველო და მოკლა მილიონობით ადამიანი? შევარდნაძესაც კი არ უკადრია ასეთი რამის თქმა. რა მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს არჩვენებში ოპოზიციის გამარჯვება და ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება, არ არის ეს გასატარებელი ნათქვამი”, – წერს ბექა მინდიაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნულ ინტერვიუში თქვა, რომ საბჭოთა კავშირის დიპლომატი იყო და ძალიან ამაყობს ამით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...