მინდიაშვილი: საბედისწერო შეცდომა, რაც სააკაშვილმა 2007 წლის შემდეგ შეგნებულად დაუშვა სკოლების ხელახალი პოლიტიზაცია იყო

“ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, საბედისწერო შეცდომა, რაც სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბრის შემდეგ შეგნებულად დაუშვა, ეკონომიკის რეფორმის შენელებასთან ერთად, განათლების რეფორმის გაჩერება და სკოლების ხელახალი პოლიტიზაცია იყო”, – ამის შესახებ თეოლოგი ბექა მინდიაშვილი Facebook-ში წერს:

“ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, საბედისწერო შეცდომა, რაც სააკაშვილმა 2007 წლის ნოემბრის შემდეგ შეგნებულად დაუშვა, ეკონომიკის რეფორმის შენელებასთან ერთად, განათლების რეფორმის გაჩერება და სკოლების ხელახალი პოლიტიზაცია იყო. შედეგად, კიდევ რამდენიმე თაობა გაიწირა კოშმარისთვის, რომელსაც ქართული საჯარო სკოლა ქვია. ახლა საჯარო სკოლების სისტემა, უმეტესწილად, ბავშვების პიროვნული, საგანმანათლებლო, სამოქალაქო, სოციალური უნარ-ჩვევების ამპუტაციას ემსახურება და არა – განვითარებას. თუნდაც ეცადოს ესა თუ ის დირექტორი, ან პედაგოგი, შეცვალოს ვითარება, ყოვლისმომცველი და თამამი რეფორმის გარეშე, ამ სივრცეში არაფერი გამოვა. რეფორმაც არ შეიძლება დაერქვას იმას, რაც გასაკეთებელია – ყველაფერი უნდა დაიშალოს და თავიდან აშენდეს. ოპტიმისტურად რო ვთქვა, სკოლის რეფორმის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება თანამედროვე საზოგადეობად ქცევა. არ მიხარია სწავლის დაწყების დღე”, – წერს ბექა მინდიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად