მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე 9 პირი დააკავეს

ბათუმში, კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერთა აქციაზე დაკავებულია ცხრა პირი.

დაკავება ბათუმი-სარფის მაგისტრალის ახალსოფლის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ლავასოღლის მხარდამჭერებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეები ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებებ, რომ ცხრავე პორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს. რაც სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად