მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით მოშიმშილეები იუსტიციის მინისტრისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოშიმშილე ალექსანდრე მილორავა “ევროპული საქართველოს” ლიდერებს მიმართავს. მილორავა ამბობს, რომ რჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის, თამარ წილოსანის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს სწორედ “ევროპული საქართველოს” დეპუტატმა წარუდგინა, ბორდის ეს წევრი კი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ტელევიზიასთან მიმდინარე შიმშილობის აქციას.

ორგანიზაცია “მე მიყვარს ბათუმი”-ს წევრი ამბობს, რომ “ევროპული საქართველოს” კანდიდატი ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია და არ აპირებს დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დაყენებას.
შეგახსენებთ, ალექსანდრე მილორავა უკვე მეექვსე დღეა შიმშილობს აჭარის ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ვახო ხუზმიაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად