მინდია ჯანელიძე: “სამინისტროში ასეთი “შოკური” ცვლილებები არ განხორციელებულა”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, მინდია ჯანელიძის განცხადებით, საკადრო გადაადგილების დროს აქცენტი პროფესიონალიზმზე გაკეთდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი აჟიოტაჟი არის ატეხილი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამინისტროში ასეთი "შოკური" ცვლილებები არ განხორციელებულა. საკადრო ცვლილებების დროს აქცენტს ვაკეთებ პროფესიონალიზმზე.
მინდა აღვნიშნო, რომ ცალსახად არ მიმდინარეობს გარედან კადრების ჩანაცვლების პროცესი, თუმცა ასეთ ფაქტებსაც აქვს ადგილი. ძირითადად ჩვენ ადგილობრივ პროფესიონალ კადრებს ვაწინაურებთ, ხშირად საკადრო ცვლილებები სწორედ ამ ფორმით ხორციელდება. ვინც ჩანაცვლებულია, უწყების გარეთ არ ვუშვებთ, ვცდილობთ, აქ მოვუძებნოთ შესაბამისი ადგილი, რომ ეფექტურად განახორცილოს ფუნქცია-მოვალეობები. ყველა ცვლილება ეფექტურობიდან გამომდინარე ხორციელდება.თუ ეფექტური იქნება, მას ცვლილება არ ემუქრება, თუ – არა, ბუნებრივია, ის ჩანაცვლდება," – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად