მინდია ჯანელიძე: დავაზუსტე, ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება 6 146 ლარი და 62 თეთრია

"დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი. არ მიყვარს არაზუსტი ფაქტების-ციფრების მოყვანა და დასახელება. მე მას შემდეგ, რაც დავაზუსტე ჩემი ანაზღაურების ოდენობა, შემიძლია გითხრათ: ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება შეადგენს 6 146 ლარს და 62 თეთრს.  მე დილითაც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, ჩემი დეკლარაცია არის საჯარო", – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში პრემია არ აუღია. რაც შეეხება დანამატებს, "როგორც ვიცით მარტო ჩემს შემთხვევაში არ არის, ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ანაზღაურება შედგება ორი კომპონენტისგან, ნაწილს შეადგენს ხელფასი, ნაწილს დანამატი. ეს არ არის მარტო ჩვენს შემთხვევაში" – განაცხადა ჯანელიძემ 2030-ში 

მინდია ჯანელიძემ განმარტა, რომ "არაფერი განსაკუთრებული ანაზღაურება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებს არ აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ანაზღაურება არ არის დაბალი.

რაც შეეხება პრემიებს, ჩვენი უწყების დაარსების დღიდან დღემდე პრემიები არ გაცემულა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს სამსახურში მუშაობა მოითხოვს შესაბამის კვალიფიკაციას. ამ კვალიფიკაციის ადამიანების ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან, რომლებსაც  განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. იქ სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ დასაქმებული. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბუნებრივია, ასეთი კადრების მოზიდვა მოითხოვს მათთის გარკვეული ანაზღაურების მიცემას. აქვე ხაზს გაუსვამ, ეს არ არის რამე კოლოსალური თანხის ოდენობა", – აღნიშნა მინდია ჯანელიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...