️მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღი შეემატა

️მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 4 საბავშვო ბაღი შეემატა:

აშენდა საბავშვო ბაღები სოფელ სიმონიანთხევსა და დაბა თიანეთში;
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ღულელებისა და სოფელ ჟებოტის საბავშვო ბაღებს;
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდებიდან დააფინანსა;
შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად