A1 ბანერი

მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 51 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მიმდინარე კვირაში 2 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 164 საკითხი განიხილა.

მათი უმეტესობა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კერძოდ, მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ, ძირითადად, ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს მოიცავდა.

კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 51 920 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე სემეკის Facebook გვერდზეც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...