მილტონ ჰეიგმა 31 კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა

2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ რაღაც 17 დღე რჩება. 18 სექტემბერს მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმი ინგლისისა და ფიჯის მატჩით გაიხსნება, რომელიც ინგლისური რაგბის სახლად წოდებულ ‘თქვიქენჰემზე’ გაიმართება.

ბორჯღალოსნების 31 კაციანი რაზმი კი ასეთია:

უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი, ბექა წიკლაური, გიორგი აფციაური, სანდრო თოდუა, თამაზ მჭედლიძე, მურაზ გიორგაძე, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, სიმონ მაისურაძე, შალვა მამუკაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, დავით ზირაქაშვილი, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი ჩხაიძე, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, მამუკა გორგოძე, შალვა სუთიაშვილი, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე.

"მსოფლიოზე გავალთ კონკურენტუნარიანი გუნდით, რომლის მშენებლობაც 2012 წელს დავიწყეთ. გუნდის სასელექციო პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ იმ 31 მოთამაშეზე ჩამოვყალიბდით, რომლებიც ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

მოლოდინისამებრ, გუნდი გამოცდილ და ახალგაზრდა მოთამაშეთა ნაზავს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მერაბ კვირიკაშვილისთვის და გიორგი ჩხაიძისთვის ეს ზედიზედ მე-4 მსოფლიო თასი იქნება.

რაზმის სელექციისას ძალიან დიდხანს და ინტენსიურად ვბჭობდით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, თითოეულ პოზიციაზე  კონკურენცია და შეცვლების დიდი სიღრმეები გვაქვს, გუნდში ზოგიერთი ძალიან კარგი მორაგბე ვერ მოხვდა. თუმცა, ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა მწვრთნელმა რაზმის დასახელებისას განაცხადა – მოთამაშეები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ჩვენთვის ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ და ტრავმის შემთხვევაში შესაძლოა ძალიან დიდი როლის შესრულება მოუწიოთ.

როგორც ადრე არაერთხელ განვაცხადეთ, დიდხნიანი, დამღლელი მზადებისა და სელექციის მიზანს წარმოადგენდა ‘მსოფლიოზე ყველაზე კარგად მომზადებული საქართველოს ნაკრებით წარდგენა’  და ვფიქრობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ", – განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოს რაგბის კავშირი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...