მილტონ ჰეიგი საქართველოს სარაგო ნაკრებს ტოვებს და იაპონურ ტოპ კლუბს გაწვრთნის

2019 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მილტონ ჰეიგი ბორჯღალოსნების მწვრთნელი აღარ იქნება, ამის შესახებ იაპონიის უმაღლესი ლიგის კლუბ Suntory Corallias თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე იუწყება.

იქვე, ამ სიახლესთან ერთად, საქართველოს ნაკრების მწვრთნელის კომენტარი ქვეყნდება:

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ავიღო ხელში იაპონიის ტოპ ლიგის წამყვანი სარაგბო გუნდის – Suntory Corallias წინამძღოლობა. როგორც საქართველოს მწვრთნელი, ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ მსოფლიო თასისთვის იაპონიაში. მოუთმენლად ველი რაგბის იაპონელ ფანატებთან შეხვედრას ჯერ როგორც საქართველოს წარმომადგენლის, შემდეგ კი როგორც Suntory Corallias-ის წევრის რანგში”

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრების უცვლელი მთავარი მწვრთნელია 2011 წლის დეკემბრიდან დღემდე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად